ეკოსისტემა

ეკოსისტემა
• ბუნების ნაწილია. ბუნების ნაწილი თავისი მცენარეებით, ცხოველებით, მიკროორგანიზმებით, წყლით, ნიადაგით, ქარით, წვიმით, მინერალებით... ეკოსისტემა შეიძლება მოიცავდეს ხმელეთს, წყალს, ჰაერს, ან მხოლოდ ხმელეთს ან წყალს. ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი (მაგალითად, მთელი ოკეანე), ან ძალიან პატარა (მაგალითად, მცირე ტბა). ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს (მაგალითად, სიცოცხლე ხის კუნძზე ერთი ზაფხულის განმავლობაში), ზოგი ეკოსისტემა კი (მაგალითად, ტყე) რამოდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
• ბუნების ეკოსისტემას განმარტავენ, როგორც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ერთობლიობას გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეკოსისტემაში ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ელემენტები უმჭიდროვეს კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, ისინი კავშირშია კვებით ჯაჭვის საშუალებით: ნიადაგზე იზრდებიან მცენარეები, მათ ჭამენ გარკვეული სახის ცხოველები, რომელთაც თავის მხრივ „მიირთმევენ“ მტაცებლები, ხოლო მტაცებლებს, მათი სიკვდილის შემდეგ, „მიირთმევენ“ ლეშიჭამიები, ამ უკანასკნელთა კვდომის შემდეგ გარკვეული ბაქტერიები ერთვებიან საქმეში და იწყებენ ლეშის ხრწნას, რომელიც ისევ ნიადაგში ხვდება და მცენარეთა გაზრდისათვის ქმნის პირობას. ტერმინი ეკოსისტემა შესაძლოა ვიხმაროთ როგორც აკვარიუმის მიმართ, ასევე ისეთი ბუნებრივი ერთეულების მიმართ როგორიცაა, მაგალითად, ტყე, ტბა, და ა. შ. სადაც ცოცხალი და არაცოცხალი ელემენტები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ.
Source: აფთარი, გიურზა და სხვები. რედაქტორი ირაკლი მაჭარაშვილი,-წიგნი გამოიცა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ECRES) მიერ, -დიზაინი და ბეჭდვა: შპს „სი-ჯი-ეს“ - კალამუს გრაფიკის სტუდია [გარეკანზე - ი. ბადრიძის, გ. დარჩიაშვილის, ბ, ლორთქიფანიძის, ი. მაჭარაშვილის ფოტოები. კორექტორი ელენე თობორიძე.],- ISBN 99940-716-0-2,-თბ.,-2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ეკოსისტემა" в других словарях:

  • Список объектов Всемирного наследия ЮНЕСКО в Грузии — В списке Всемирного наследия ЮНЕСКО в Грузия значатся 3 наименования (на 2012 год), это составляет 0,3 % от общего числа (962 на 2012 год). Все объекты включены в список по культурным критериям. Кроме этого, по состоянию на 2012 год, 15… …   Википедия

  • ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორია (II კატეგორია). ეროვნული პარკი არსდება ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეულ ტერიტორიაზე, სადაც წარმოადგენილია უნიკალური, იშვიათიან მოწყვლადი ერთი ან რამდენიმე ეკოსისტემა და ველურ ცოცხალ ორგანიზმთა სახეობები. ეროვნული პარკი მოიცავს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»